09 ოქტომბერი 2024,   12:24
ვრცლად
ნადია სავჩენკოს ადვოკატი მისი გარდაცვალების ფაქტს არ ადასტურებს

უკრაინელი მფრინავისა და რადას დეპუტატის, ნადია სავჩენკოს, გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს მისი ადვოკატი. მან "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ სავჩენკო ცოცხალია.

უკრაინელი მფრინავი უკვე 77 დღეა, მოსკოვის ციხეში შიმშილობს.

უკრაინული მედიის ცნობით, მოსკოვის საქალაქო სასამართლოში სავჩენკოს საქმის მოსმენაზე, სადაც მისი პატიმრობის 13 მაისამდე გახანგრძლივება განიხილებოდა, მფრინავმა განაცხადა, რომ შემდეგი მოსმენისთვის ის, შესაძლოა, ცოცხალი აღარ ყოფილიყო.

ნადია სავჩენკო სეპარატისტებმა ზაფხულში დონბასში გაიტაცეს და რუსეთში წაიყვანეს. მას რუსი ჟურნალისტის სიკვდილში მონაწილეობასა და რუსეთის საზღვრის უკანონო გადაკვეთას აბრალებდნენ.

სავჩენკომ შიმშილობა პროტესტის ნიშნად დაიწყო, რადგან მას საჭირო მედიკამენტებს არ აძლევდნენ.

დღის ამბები