09 ოქტომბერი 2024,   12:31
ვრცლად
მოსკოვის მერია ნემცოვის სამგლოვიარო ღონისძიების ჩატარებაზე უარს ამბობს

მოსკოვის მერია ხვალ ანტიკრიზისული მარშის ნაცვლად სამგლოვიარო ღონისძიების ჩატარებაზე უარს ამბობს.

ამის შესახებ განცხადება მოსკოვის მერიის წარმომადგენელმა, ალექსეი მაიოროვმა, გააკეთა და გადაწყვეტილების არგუმენტად კანონის მოთხოვნა დაასახელა. 

"თუ აქციის ორგანიზატორები სხვა ღონისძიებას გეგმავენ, მაშინ ამის შესახებ მოსკოვის მერიას ოფიციალურად უნდა მიმართონ. კანონის მიხედვით კი, დაგეგმილი ღონისძიების ფუნდამენტალურად შეცვლა ჩვენ არ შეგვიძლია. განაცხადი ამის შესახებ მაქსიმუმ 15 და მინიმუმ 10 დღით ადრე უნდა წარმოადგინონ. ხოლო ღონისძიების გაუქმება კანონის მიხედვით სამი დღით ადრე ხდება,"  - განაცხადა ალექსეი მაიოროვმა. 

რუსეთის ოპოზიციურმა პარტიებმა ხვალ დაგეგმილი ანტიკრიზული მარში "გაზაფხული" ნემცოვის მკვლელობის გამო გააუქმეს და განაცხადეს, რომ მსვლელობის ნაცვლად ისინი სამგლოვიარო ღონისძიებას გამართავენ.  

ამავე თემაზე
დღის ამბები