09 ოქტომბერი 2024,   12:27
ვრცლად
რუსული მედია ნემცოვის მკვლელობის უკრაინის შეკვეთის ვერსიაზე ალაპარაკდა

ნემცოვის მკვლელობასთან დაკავშირებით რუსულ მედიაში პირველი ვერსიები გაჩნდა და ეს ვერსია მკვლელობაში უკრაინის ინტერესს უკავშირდება.

ამის შესახებ ინფორმაციას "იზვესტია" ავრცელებს.  

გამოცემაში ორ ვერსიაზეა საუბარი და აქცენტი კეთდება მკვლელობაში უკრაინის ინტერესზე. ამ ვერსიის თანახმად,  ნემცოვის მკვლელობა უკრაინიდან არის დაფინანსებული, რადგან ის უკრაინის ხელისუფლებასთან მუშაობდა.

მეორე ვერსიის თანახმად კი მისი მკვლელობა იმათ შეუკვეთეს, ვისაც რუსეთში არეულობის მოწყობა უნდათ, რადგან ფიქრობდნენ, რომ მისი მკვლელობა საზოგადოების პროტესტს გამოიწვევდა.  

რუსული ოპოზიციის ლიდერი, ბორის ნემცოვი, წუხელ ქუჩაში მოკლეს. მას  4ტყვია აქვს ნასროლი.       

ამავე თემაზე
დღის ამბები