მმართველი გუნდი და პრეზიდენტი ერთმანეთს კიდევ ერთხელ უპირისპირდება. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, კონგრესმენ ტედ პოს მიერ შემუშავებულ დოკუმენტს პირდაპირ გიორგი მარგველაშვილის წარმატებულ ვიზიტს უკავშირებს.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ვოლსკი კი აბაშიშვილის განცხადებას პასუხობს და აცხადებს, რომ ასეთი ვიზიტებით არ წყდება მსგავსი მნიშვნელობის მქონე დოკუმენტის მიღება.
„შეიძლება ვთქვათ, რომ გარკვეული წვლილი შეიტანა მისმა დამოკიდებულებამ, მაგრამ ვიზიტებით ეს საკითხი რომ არ წყდება იცის აბაშიშვილმა. ეს არის ინტენსიური მუშაობის შედეგი, რასაც საქართველოს მთავრობა აწარმოებდა. თუ ამაში წვლილის შეტანა დაკავშირებულია პრეზიდენტის ვიზიტზე, ეს მისასალმებელია“-აცხადებს გია ვოლსკი.
მისი თქმით, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია კონგრესის მიერ ინიცირებული ორპარტიული მხარდაჭერის მქონე აქტი.