20 ნოემბერი 2024,   05:26
ვრცლად
თუ დადასტურდება, რომ იქ ერთი ადამიანიც ცოცხალი არ არის, ეს იქნება დიდი მინუსი - პაატა ზაქარეიშვილი ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე საუბრობს

ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიასთან დაკავშირებით განმარტებები ექსპერტებმა გააკეთეს. ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ სია უნდა გაფართოვდეს. ექსპერტების აზრით, სიაში გარდაცვლილი ადამიანების მოხვედრა, ამ დოკუმენტს ჩრდილს მიაყენებს.

მათი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ ოპოზიციასთან ერთად საერთაშორისო საზოგადოებასთან პოლიტიკურ დონეზე აქტიურად უნდა იმუშაოს, რათა სანქციები ქმედითი იყოს.  

ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიასთან დაკავშირებით განცხადება ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა, პაატა ზაქარეიშვილმა გააკეთა.

„თუ ფორმალურად ვეძებთ რუსეთის მოქალაქეს, შეიძლება, უმრავლესობა რუსეთის მოქალაქე აღმოჩნდეს. როგორც ცხინვალში, ასევე სოხუმში ყველას აქვს რუსეთის მოქალაქეობა. მაგრამ რუსეთში მცხოვრები ჩინოვნიკი იქ არ არის. თუ დადასტურდება, რომ იქ ერთი ადამიანიც კი ცოცხალი არ არის, ეს იქნება ძალიან დიდი მინუსი შემდგენელებისა. მინუსი რა არის ამ სიის. დავუშვათ, რომელიმე მათგანი აღმოჩნდა უცხოეთში და ინტერპოლმა ჩვენი მოთხოვნით, ამ სიის შესაბამისად, დააპატიმრა ისინი, თუ აღმოჩნდა, რომ არ არსებობს მტკიცებულება, რომ ეს ადამიანები ნამდვილად არიან მკვლელები, თუ ისინი გაათავისუფლეს, მაშინ მიიღებს პირველ სერიოზულ დარტყმას ეს სია. მაშინ აღმოჩნდება, რომ სია არის ხელოვნურად შექმნილი,“- განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

ექსპერტების თქმით, იმ პირების გარდა, რომლებმაც დანაშაული ჩაიდინეს, აუცილებლად უნდა შევიდნენ დეფაქტო ხელისუფლების მაღალჩინოსნები, ასევე რუსეთის დუმის წევრები.

„იმ ამ ადამიანებთან ერთად, ვინც მართლა დანაშაული ჩაიდინეს, მნიშვნელოვანია, რომ სიაში შევიდეს ის ხალხი, რომელმაც ხელი შეუწყო თავიანთი პოლიტიკური თუ საზოგადოებრივ მოღვაწეობით ამ დანაშაულს. ლაპარაკია დეფაქტო პოლიტიკოსებსა და თუ რუსეთის მოქალაქეებსა და პოლიტიკოსებზე,“- განაცხადა საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) დამფუძნებელმა და ევროპული კვლევების დირექტორმა, გიორგი რუხაძემ.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები