09 ოქტომბერი 2024,   12:30
ვრცლად
”შეძრული ვარ იმ საზარელი ტრაგედიით, რომელიც მოსკოვის ცენტრში დატრიალდა," - ღარიბაშვილი ნემცოვის მკლელობაზე

ბორის ნემცოვის მკვლელობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს საქართველოს პრემიერ-მინსიტრი.

”შეძრული ვარ იმ საზარელი ტრაგედიით, რომელიც მოსკოვის ცენტრში დატრიალდა - მოკლულია ერთ-ერთი თვალსაჩინო რუსი პოლიტიკოსი, ბორის ნემცოვი. კატეგორიულად ვგმობ ამ საშინელ ძალადობას. იმედს ვიტოვებ, რომ ასეთი სასტიკი დანაშაულის ჩამდენები გამოაშკარავდებიან და პასუხს აგებენ კანონის წინაშე. ვიზიარებ მისი ოჯახისა და ახლობლების მწუხარებას და თანავუგრძნობ რუს ხალხს," - ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში.

დღის ამბები