09 ოქტომბერი 2024,   12:28
ვრცლად
ირაკლი ალასანია ნემცოვის მკვლელობის გამო მწუხარებას გამოთქვამს

"ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, ბორის ნემცოვის, მკვლელობა არ არის ერთი ადამიანის ან, თუნდაც, ერთი ქვეყნის ტრაგედია," - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი, ირაკლი ალასანია, წერს.

„მინდა, "თავისუფალი დემოკრატების" სახელით მივუსამძიმრო მის ოჯახს და რუსეთის საზოგადოებას, რომლისთვისაც მისი ბრძოლა ქვეყნის დემოკრატიული მომავლისთვის მაგალითის მიმცემი იყო. სამწუხაროდ, დღევანდელი რუსეთი არის ქვეყანა, სადაც ადამიანებს მხოლოდ განსხვავებული აზრის გამო კლავენ,“ - წერს ირაკლია ალასანია, რომელსაც მიაჩნია, რომ „ბორის ნემცოვის მკვლელობა გამოწვევა უნდა იყოს მსოფლიოს დემოკრატიული საზოგადოებისთვის“. 

დღის ამბები