09 ოქტომბერი 2024,   12:32
ვრცლად
„ბორის ნემცოვი დააკლდება რუს ხალხს და მათ უკეთეს მომავალს," - დავით უსუფაშვილი

ბორის ნემცოვის გარდაცვალების გამო „რესპუბლიკურ“ პარტიაში ღრმა მწუხარებას გამოხატავენ.

დავით უსუფაშვილი "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე წერს, რომ „ბორის ნემცოვი იყო პოლიტიკოსი, რომელიც ცხოვრების ყველა ეტაპზე უკეთესი, დემოკრატიული რუსეთისთვის იღწვოდა“. 

„ბორის ნემცოვი დააკლდება რუს ხალხს და მათ უკეთეს მომავალს, მის ოჯახს, მეგობრებს და კოლეგებს მთელს დემოკრატიულ სამყაროში. იმედია, ეს საზარელი მკვლელობა სწრაფად და ობიექტურად იქნება გამოძიებული და დამნაშავეები სათანადოდ დაისჯებიან,“ - წერს დავით უსუფაშვილი.

დღის ამბები