ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა, მსოფლიოს მასშტაბით ტრეფიკინგის წინააღმდეგ სახელმწიფოების მიერ განხორციელებული სამუშაოების ყველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა.
გასული წლის მსგავსად საქართველო ისეთი ქვეყნების გვერდით მოხვდა, როგორებიც შეერთებული შტატები, გერმანია გაერთიანებული სამეფო და საფრანგეთი არიან.
ანგარიშში წერია, რომ საქართველო სრულად აკმაყოფილებს ტრეფიკინგთან ბრძოლის მინიმალურ სტანდარტებს. თუმცა პარალელურად საუბარია იმის შესახებ, რომ ტრეფიკინგის არც ერთ მსხვერპლს არ მიუღია ფინანსური კომპენსაცია. აღნიშნული პრობლემის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით კი მთავრობის საქმიანობა გამჭვირვალე არ არის.