20 ნოემბერი 2024,   05:17
ვრცლად
რუსული აგრესია, ტერიტორიების ოკუპაცია და მოსკოვის პროპაგანდა - ატლანტიკურ საბჭოში გამართულ შეხვედრაზე გამოწვევებზე ისაუბრეს

რუსული აგრესია, ტერიტორიების ოკუპაცია და მოსკოვის მიერ გავრცელებული პროპაგანდა - ეს ის საერთო გამოწვევებია, რომლებზეც საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის პარლამენტების სპიკერები კონგრესის შემდეგ ატლანტიკურ საბჭოში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს.

საბჭოს ვიცე-პრეზიდენტის, დეიმონ უილსონის განცხადებით, სამივე ქვეყანას საერთო მიზანი აქვს - ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან დაახლოება და ქვეყნის შიგნით არსებულ გამოწვევებთან გამკლავება.

„მნიშვნელოვანი გამოწვევების - კრემლის ჩარევის და ტერიტორიების ოკუპაციის მიუხედავად, რომელიც საბჭოთა ისტორიის შედეგია, ეს ქვეყნები და ხალხი ცდილობს პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების გზის არჩევას, რომელმაც ევროპას და დასავლეთს უფრო მეტად უნდა დაახლოვოს. თითოეულს ქვეყნის შიგნით უდიდესი გამოწვევა აქვს. ჩვენ ვუყურებთ მუდმივ საუბარს კორუფციასთან ბრძოლაზე უკრაინაში, ვხედავთ ახლახანს მთავრობის დაშლას საქართველოში, ვხედავთ ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით წარმოშობილ დავას მოლდოვაში,“-განაცხადა  დეიმონ უილსონმა.

ატლანტიკურ საბჭოში შეხვედრამდე საქართველოს, მოლდოვის და უკრაინის პარლამენტების სპიკერებს კონგრესში მოუსმინეს.

„ხანდახან ხალხს ავიწყდება, რომ ამ კონფლიქტებს მოაქვს მოქალაქეების სიკვდილი ყოველდღიურად და ადამიანების უფლებების დარღვევები. ამიტომაც მნიშვნელოვანია ჩვენთის, მივიქციოთ საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღება ამ პრობლემების მიმართ. ეს კონფლიქტები გაყინული არ არის. ის იწვევს მშვიდობიანი მოქალაქეების სიკვდილს, გატაცებებს, და მათი უფლებების დაღვევას,”-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები