09 ოქტომბერი 2024,   12:29
ვრცლად
მოსკოვის ცენტრში ის მანქანა იპოვნეს, საიდანაც სავარაუდოდ ბორის ნემცოვს ესროლეს

მოსკოვის ცენტრში, მეტროსადგურ „სმოლენსკისთან“ მიტოვებული ის ავტომანქანა იპოვნეს, რომლიდანაც, სავარაუდოდ, ბორის ნემცოვს ესროლეს და მოკლეს.

ამ წუთებში ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ, რომლებმა უკვე დაათვალიერეს ავტომანქანა.

თვითმხილველები კი ამბობენ, რომ მიტოვებული ავტომანქნას, რომლითაც შემთხვევის ადგილიდან სავარუდო მკვლელები გაიქცნენ, ინგუშეთის ნომრები და დაბურული შუშები აქვს.

ამ დროისთვის სამართალდამცავები კიდევ ერთ მანქანას ეძებენ, რომელიც ასევე თეთრი ფერისაა და რომელიც შემთხვევის ადგილას იყო შემჩნეული. თუმცა, მისი ადგილსამყოფელის დადგენა მოსკოვის პოლიციამ ჯერ ვერ შეძლო.

დღის ამბები