09 ოქტომბერი 2024,   12:31
ვრცლად
ბორის ნემცოვის მკვლელობის გამოძიება რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა პირად კონტროლზე აიყვანა

ბორის ნემცოვის მკვლელობის გამოძიება  რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა პირად კონტროლზე აიყვანა. სამართალდამცავებმა არბატის ქუჩის მახლობლად, საცხოვრებელი სახლის წინ "ლადას" მარკის თეთრი ფერის ავტომობილი იპოვეს.

მანქანას, რომელსაც ინგუშეთის სანომრე ნიშნები აქვს, ექსპერტები ამ დრომდე ამოწმებენ.

მოსკოვის ცენტრში ოპოზიციის ლიდერის მკვლელობიდან თითქმის 24 საათი გავიდა. თუმცა, გამოძიებას მომხდართან დაკავშირებით პრიორიტეტული ვერსია ჯერ კიდევ არა აქვს. საგამოძიებო კომიტეტი ერთდროულად 5 ვერსიაზე მუშაობს. საქმეში არ არსებობს კონკრეტული ეჭვმიტანილიც.

მომხდარი დაკვეთილ პროვოკაციად მიიჩნიათ კრემლშიც. ვლადიმერ პუტინმა ბორის ნემცოვის დედას დღეს სამძიმრის წერილი გაუგზავნა, რომელშიც მკვლელობის ორგანიზატორებისა და შემსრულებლების სათანადოდ დასჯას დაჰპირდა.

გამოძიება მკვლელობის ერთ–ერთ მოტივად უკრაინის კონფლიქტის მიმართ ბორის ნემცოვის დამოკიდებულებასაც არ გამორიცხავს.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი უახლოეს მომავალში ანგარიშის გამოქვეყნებას აპირებდა, რომელიც აღმოსავლეთ რეგიონებში მიმდინარე კონფლიქტში რუსეთის არმიას მონაწილეობას დაადასტურებდა.

ნემცოვი შიშობდა კიდეც, რომ ვლადიმერ პუტინი მის მოკვლას გეგმავდა.

მოსკოვის ცენტრში ბორის ნემცოვის მკვლელობა მსოფლიოს ყველა ლიდერმა დაგმო. საგანგებო განცხადებები გაავრცელეს ბარაკ ობამამ, დევიდ კემერონმა, ფრანსუა ოლანდმა, ანგელა მერკელმა და სხვა წამყვანი ქვეყნების პირველმა პირებმა.

მომხდარის სამართლიანი გამოძიებისკენ ოფიციალურ მოსკოვს საერთაშორისო ორგანიზაციებმაც მოუწოდეს.

ბორის ნემცოვს 3 მარტს მოსკოვში დაკრძალავენ. 

დღის ამბები