09 ოქტომბერი 2024,   12:28
ვრცლად
მოსკოვში ხვალ სამგლოვიარო მარში გაიმართება

რუსული ოპოზიციის ლიდერი და პუტინის მწვავე კრიტიკოსი მოკლულია. ბორის ნემცოვს წუხელ ღამით მოსკოვის ცენტრში ესროლეს. კრემლის პოლიტიკის ერთ–ერთი მთავარი მოწინააღმდეგე კრემლის გვერდით მოკლეს.

ნემცოვის ორგანიზებით ხვალ მოსკოვში რუსეთის ხელისუფლების საწინააღმდეგო აქცია უნდა გამართულიყო, რომელიც ახლა მოკლული ოპოზიციონერის ხსოვნისადმი მიძღვნილი მარშით შეიცვლება.

კანონი ამის უფლებას არ იძლეოდა. თუმცა, ორგანიზატორებმა მერიასთან შეთანხმებას მიაღწიეს.

"ბორის ნემცოვი დახვრიტეს," - ასეთი შეფასებები აქვთ ნემცოვის მეგობრებს, რომლებიც პასუხისმგებლობას ვლადიმერ პუტინს აკისრებენ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები