26 აპრილი 2024,   09:31
ვრცლად
ავტოსაგზაო შემთხვევას დიღომში 23 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა

დიღომში ამერიკის საელჩოსთან ავტოსაგზაო შემთხვევას 23 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა.

თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცი მოტოციკლს მართავდა, რა დროსაც ის ორი ავტომობილის შეჯახებისას მსუბუქ ავტომობილებს შორის მოხვდა.

23 წლის ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276 მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოების ან ექსპლოატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

დღის ამბები