20 ნოემბერი 2024,   03:03
ვრცლად
შსს-მ ის ტენდერი გააუქმა, რომელშიც პეტრე დევრიშაძის კომპანია იმარჯვებდა

საპატრულო პოლიციის თანამშრომლების შუქამრეკლი ტანსაცმლით მომარაგებაზე გამოცხადებული ტენდერი შს სამინისტრომ გააუქმა. ტენდერი დღეს დასრულდა და ყველაზე დაბალი ფასის გამო, რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებული პეტრე დევრიშაძის კომპანია იმარჯვებდა. 

შესყიდვების სახელმწიფო სააგენტოს ვებგვერდის - spa.ge-ს ინფრომაციით, ტენდერი შეწყვეტილია, თუმცა, რა გახდა ამ გადაწყვეტილების მიზეზი, უცნობია. შესაბამისი ოქმი ჯერ ინტერნეტში არ ატვირთულა. 

ყველაზე დაბალი ფასის გამო, ამ დროისთვის პეტრე დევრიშაძის კომპანია იმარჯვებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გამოცხადებულ ტენდერში, რომელიც ჯარისკაცების 26 000 წყვილი ფეხსაცმლით მომარაგებას ეხება. 

სპეცოპერაცია ენვერის ფარგლებში, რუსეთის სამხედრო დაზვერვის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული პეტრე დევრიშაძის კომპანია ტენდერებს 2014 წლის შემდეგ იგებს, თუმცა, მისი კომპანია ლევან იზორიას თავდაცვის მინისტრად დანიშვნის შემდეგ დაწინაურდა და ჯამში პეტრე დევრიშაძის კომპანიას ბიუჯეტიდან ოთხ მილიონ ლარზე მეტი აქვს მიღებული. 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები