მთავარი პროკურორობის კანდიდატურების წარდგენის ვადა დღეს 18:00 საათზე იწურება. ბოლო მონაცემებით საპროკურორო საბჭოში 21 განაცხადია შესული. მათგან "ქართული ოცნების" ფავორიტად მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, შალვა თადუმაძე სახელდება.
კანდიდატებს შორის არის ირაკლი ნადარეიშვილიც, რომელსაც ასევე აქვს ხელისუფლების მხარდაჭერა. დღეს განცხადება გააკეთა, ”ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის” თავმჯდომარემ ნანა კაკაბაძემ. მან დღეს პოლიტიკური განცხადებაც გააკეთა და აღნიშნა, რომ თუ საზოგადოებისთვის მისაღები კანდიდატი არ იქნება მთავარ პროკურორად არჩეული "ქართულ ოცნებას" 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება გაუჭირდება.
„გამოცდილება და პრაქტიკა პროკურორების ძალიან ეჭვქვეშ დგას და ბუნებრივია, ჩვენ იდეალურ კადრს ვერ მოვნახავთ, მაგრამ როდესაც ვახდენთ შედარებით ანალიზს რა ხდება პროკურატურაში და რა შეიძლება საზოგადოებას შესთავაზოს ხელისუფლებამ საუკეთესო ვარიანტი, ალბათ ეს არის ირაკლი ნადარეიშვილი“-აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაციის ”ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის” თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე.
მისი თქმით, თადუმაძის მთავარი ნაკლი ის არის, რომ ის მას არ აქვს გამოცდილება და არ უმუშავია პროკურორად.
„ამ მიმართულებით გამოუცდელი კადრი ასეთ რთულ პროკურატურას როგორც არის დღეს რომელიც უნდა გადაიბაროს ამის ზიდვა ძალიან გაუჭირდება, რადგან ამის გამოცდილება არ აქვს“- აცხადებს კაკაბაძე.
მისი თქმით, ირაკლი ნადარეიშვილს არ გაუჭირდება არც ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის გამოძიება.