20 ნოემბერი 2024,   03:09
ვრცლად
„უშიშროების საბჭოს მდივანი რომ დღეს იღვიძებს, ეს არის მთავარი პრობლემა" - ლევან გოგიჩაიშვილი დევრიშაძის სკანდალზე საუბრობს

„უშიშროების საბჭოს მდივანი რომ დღეს იღვიძებს, ეს არის მთავარი პრობლემა,“- ეს განცხადება ფრაქცია „ქართული ოცნების“ მდივანმა, ლევან გოგიჩაიშვილმა დავით რაქვიაშვილის მისამართით გააკეთა, რომელმაც გუშინ „არჩევანში“ თქვა, რომ რუსეთის ჯაშუშობაში ბრალდებული პეტრე დევრიშაძის მიერ ტენდერის მოგების საკითხი განსაკუთრებით ყურადღებამისაქცევია. 

ლევან გოგიჩაიშვილმა დავით რაქვიაშვილი გააკრიტიკა, თუმცა ასევე აღნიშნა, რომ დევრიშაძის კომპანიის მიერ ტენდერებში გამარჯვების საკითხი მნიშვნელოვანია და ის საზოგადოებაში არაერთგვაროვნად აღიქმება.

"მთხოვნელის პოზიციაში არ უნდა იყოს. როცა ქვეყნის უშიშროების საბჭოს მდივანი ხარ, ცოტა რაღაც მეტი წონა და ფასი უნდა გქონდეს ადამიანს, საკითხი, რა თქმა უნდა, არის მნიშვნელოვანი. იმიტომ, რომ არაერთგვაროვნად აღიქმება საზოგადოებაში და არ არის მართლა სასიამოვნო, როდესაც ასეთ ინფორმაციებს ისმენ. მიუხედავად იმისა, რომ ტენდერის კანონი შეიძლება რ იყოს დარღვეული, მაგრამ ტენდერის კანონის მიღმა ამ ცხოვრებაში სხვა კანონები არსებობს,“- განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ მდივანმა, ლევან გოგიჩაიშვილმა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები