17 ნოემბერი 2024,   16:46
ვრცლად
„როდესაც კანონიერად ხდება უსაფრთხოების სისტემებთან ჯაშუშობაში ბრალდებულების თანამშრომლობა, ეს კიდევ უფრო სავალალოა - დავით რაქვიაშვილი

„როდესაც ამ სფეროს შეეხება საკითხი, განსაკუთრებული ყურადღებაა მისაქცევი და ყველა უკიდურესი პასუხისმგებლობით უნდა მოეპყროს ამ საკითხს,“ - ეს განცხადება ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა დევრიშაძის სკანდალთან დაკავშირებით გააკეთა.

დავით რაქვიაშვილის განმარტებით, შესაძლოა, მსგავსი შემთხვევები, როდესაც ტენდერებში ჯაშუშები მონაწილეობენ, გამეორდეს, თუ არ მოხდება საკანონმდებლო ცვლილებები.

„როდესაც კანონიერად ხდება უსაფრთხოების სისტემებთან თანამშრომლობა იმ ადამიანების,  რომლებიც არიან ბრალდებულნი ჯაშუშობაში, ეს კიდევ უფრო სავალალოა და საგანგაშოა. აუცილებლად არის ზომები მისაღები, რომელიც ამ სივრცეს შეამცირებს და ამ რისკებს გამორიცხავს,“ - განაცახდა დავით რაქვიაშვილმა.

დავით რაქვიაშვილის განცხადებით, უახლოეს პერიოდში ნატო-ს სამიტთან დაკავშირებით დაგეგმილია ეროვნული უშიშროების საბჭოს შეკრებაც და ბუნებრივია, დევშრიშაძის საკითხის მხარეები შეეხებიან. 

ამავე თემაზე
დღის ამბები