თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, რამდენიმე დღის წინ დაუზუსტებელი აირით მოწამლული პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. 47 წლის მამაკაცი ამ დროისთვის ქირურგიის ეროვნული ცენტრის ინტენსიურ პალატაშია. პაციენტს, შესაბამისი მკურნალობა უტარდება. ის კლინიკაში კიდევ რამდენიმე დღე დარჩება.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა თბილისი აეროპორტში მავნე ნივთიერებების შემცველი სითხის დაქცევის გამო რუსეთის მოქალაქე დააკავა.