ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე 2-სართულიანი საერთო საცხოვრებელი სახლის გადახურვა იწვის. დაშავებული არავინ არ არის. წინასწარი ინფორმაციით დამწვარია 300 კვ.მ.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში "რუსთავი 2"-ს განუცხადეს, ადგილზე 9 სახანძრო სამაშველო ჯგუფი მუშაობს, ასევე მობილიზებულია ერთი სახანძრო კიბე.
ამ დროისთვის მიმდინარეობს ცეცხლის ლოკალიზება.