20 ნოემბერი 2024,   03:14
ვრცლად
თავდაცვის სპეც-დანიშნულების ტექნიკის შეყვანა ჭუბერში - რიგგარეშე სესია რამდენიმე წუთში უნდა დაიწყოს

პარლამენტში რიგგარეშე სესია რადმენიმე წუთში უნდა დაიწყოს. დეპუტატები უკვე იკრიბებიან საკანონმდებლო ორგანოს სხდომათა დარბაზში. დღის წესრიგში მხოლოდ ერთი საკითხია. კენჭისყრაზე ჭუბერში თავდაცვის სპეცდანიშნულების ტექნიკის შეყვანა გადის. მათი აზრით, სტიქიის ზონაში ყველა შესაძლებლობა უნდა იყოს გამოყენებული.

თავდაცვის სამინისტროსგან რეგიონში დამატებითი საინჟინრო ტექნიკის შეყვანა ჭუბერში არსებულმა საგანგებო შტაბმა მოითხოვა. მიზეზი სამანქანო ხიდის არ არსებობაა, რის გამოც მდინარე ნენსკრას მარცხენა ნაპირზე მცხოვრებ მოსახლეობასთან საავტომობილო კომუნიკაცია გართულებულია. პარლამენტის დამტკიცების შემდეგ ჭუბერში 50-მეტრიანი პანელური ხიდი და 18 ერთეული სამხედრო საინჟინრო ტექნიკა შევა. ტექნიკა უკვე სვანეთისკენ მიემართება.

„პრეზიდენტმა გამოსცა ბრძანება, სამხედრო ძალის და სპეციალური ტექნიკის გამოყენების თაობაზე, რომ ადგილობრივი მოსახლეობა და ზოგადად ლოკაცია, საგანგებო სიტუაციის მაქსიმალურად დროულად დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რიტმს,“ - განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა.

განცხადება სპეცდანიშნულების ტექნიკის შეყვანასთან დაკავშირებით გააკეთა პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრმა ანრი ოხანაშვილმა.

„რა თქმა უნდა, მხარს დავუჭერთ იმას, რომ გამოყენებული იქნას შესაბამისი შენაერთები რათა დროულად მოხდეს მყისიერი რეაგირება და ამ სტიქიურ უბედურებას გავუმკლავდეთ რაც შეიძლება სწრაფად,“ - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

დღის ამბები