14 წლის ილია ხატიაშვილი, რომელსაც ადრეულ ასაკში მძიმე სოციალური პრობლემები დააწვა - უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახზე, სადაც ბაბუა, დედა, რომელსაც გადაადგილება უჭირს და 11 წლის ძმა ცხოვრობს, პასუხისმგებლობა 14 წლის მოზარდმა აიღო.
უკიდურესი გაჭირვების გამო, ილია სხვადასხვა ადგილას მუშაობდა.
6 წელი კიკბოქსინგზე დადიოდა, მუშაობამ ცხოვრების რეჟიმიც შეუცვალა. ამბობს, რომ ვარჯიში ძალიან უყვარს, თუმცა ახლა ვეღარ ახერხებს, ვეღარ ახერხებს სწავლასაც. ილიას კიკბოქსინგში ჯილდოებიც აქვს მიღებული. ვარჯიშზე უფასოდ დადიოდა, მაგრამ შეჯიბრებებზე უსახსრობის გამო ვერ მიდის.
ილიას საქონლის ყოლა უნდა, მაგრამ ვერასდროს შეაგროვა იმდენი ფული, რომ ძროხა იყიდოს.
ოჯახს სოციალური დახმარება შეუწყვიტეს, დეკემბერში გადამოწმების შემდეგ, 100 000-მდე ქულა მოუვიდათ და მხოლოდ ორ ბავშვზე 20 ლარი დარჩათ.