20 ნოემბერი 2024,   03:46
ვრცლად
გამოწვევები ძალაში დარჩება - არასამთავრობოები პარლამენტში შალვა თადუმაძის სიტყვით გამოსვლას ელოდებიან

არასამთავრობო ორგანიზაციები პარლამენტში შალვა თადუმაძის სიტყვით გამოსვლას ელოდებიან. სამოქალაქო სექტორს აინტერესებს, როგორ გეგმავს მთავარი პროკურორობის კანდიდატი უწყების მართვას.

არასამთვრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების კიდევ ერთი კითხვაა,  თუ რამდენად დამოუკიდებელი იქნება მმართველ გუნდთან მჭიდრო კავშირის მქონე ადამიანი საკუთარ გადაწყვეტილებებში.

სამოქალაქო სექტორი ეჭვობს, რომ მთავარი პროკურორის პოსტზე წარდგენილ შალვა თადუმაძეს დამოუკიდებლობის შენარჩუნება სურვილის შემთხვევაშიც კი გაუჭირდება.

„მთავრობამ ძალიან სწრაფად დაუჭირა მხარი, ასევე ძალიან სწრაფად მოხდა კანდიდატურის გადაგზავნა საქართველოსი პარლამენტში. როგორც ჩანს, ეს წინასწარ შეთანხმებული პროცესია. საინტერესოა, მოსმენის პროცესში რა კითხვები იქნება, ასევე რა პასუხები იქნება. ვინც არ უნდა იყოს დღეს მთავარი პროკურორი, ის გამოწვევები, რომელიც პროკურატურასთან დაკავშირებით არსებობდა, კვლავ დარჩება ძალაში,“- განაცხადა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, სულხან სალაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები