17 ნოემბერი 2024,   15:32
ვრცლად
„საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი" მზადყოფნას გამოთქვამს, კომპანია "საქნახშირი" უსასყიდლოდ გადასცეს სახელმწიფოს

საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი მზადყოფნას გამოთქვამს, კომპანია საქნახშირი  უსასყიდლოდ გადასცეს სახელმწიფოს," -  ამის შესახებ საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის განცხადებაშია ნათქვამი.

„როგორც საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, დღეს, 04:50 საათზე ტყიბულში მინდელის სახელობის შახტში მოხდა ტრაგიკული შემთხვევა, რომლის შედეგადაც 4 მეშახტე გარდაიცვალა, 6 კი დაშავდა. 

საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი უბედური შემთხვევის გამო და სამძიმარს უცხადებს კომპანია საქნახშირის თანამშრომლებსა და დაღუპული მეშახტეების ოჯახის წევრებს.

"მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა 2006 წლიდან ათეულობით მილიონიანი ინვესტიცია განახორციელა საქნახშირში, აღდგა სრული საწარმოო პროცესი, სრულად შეიცვალა არსებული ინფრასტრუქტურა, დასაქმდა 1400 მეშახტე, ასევე, ბოლო წლებია კომპანია ყველაფერს აკეთებს უსაფრთხოების სისტემების გასაუმჯობესებლად, სამწუხაროდ, ტყიბულის შახტების სპეციფიკიდან გამომდინარე, კომპანია საქნახშირში ვერ მოიძებნა ისეთი საინჟინრო გადაწყვეტა, რომელიც ნახშირის მოპოვებას სრულად უსაფრთხოს გახდიდა.

"აქედან გამომდინარე, საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი გამოთქვამს მზადყოფნას, უკანასკნელი 12 წლის განმავლობაში გაწეული მნიშვნელოვანი დანახარჯების მიუხედავად, კომპანია საქნახშირი უსასყიდლოდ გადასცეს სახელმწიფოს,“ - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

დღის ამბები