20 ნოემბერი 2024,   03:01
ვრცლად
პროცესის გამოცოცხლება, შეჯანჯღარება და ხალხისთვის სასიკეთოდ წარმართვა სრულიად შესაძლებელია - არმაზ ახვლედიანი

არმაზ ახვლედიანი მედიის და მესამე სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. ოპოზიციური პარტიების მიერ წარდგენილმა კანდიდატმა თავისი ხედვები გააცნო შეკრებილებს.

არმაზ ახვლედიანი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ არჩევის შემთხვევაში, ძირეულ საკადრო ცვლილებებს და რეფორმებს გეგმავს.

ის აცხადებს, რომ პრეზიდენტს აქვს შანსი და მას შეუძლია, გამოიყენოს ან არ გამოიყენოს ეს შანსი.

„პრეზიდენტს აქვს ახლა უნიკალური შესაძლებლობა, რომ აჭარის რეგიონის მაგალითზე დაამტკიცოს, რომ შესაძლებელია, ფაქტობრივად, მკვდარი პოლიტიკური პროცესის გამოცოცხლება. პროცესი მკვდარია იმიტომ, რომ აბსოლუტურად ერთფეროვანია და უღიმღამო. ამ პროცესის გამოცოცხლება, შეჯანჯღარება და ხალხისთვის სასიკეთოდ წარმართვა სრულიად  შესაძლებელია და ასე რომ, არ იყოს, მე ამ წინადადებას არ დავთანხმდებოდი. მზად ვარ, რომ ჩემი კაბინეტის წევრები დავასახელო უკვე ხვალ,“ - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

დღის ამბები