ავარია მოხდა თბილისში, ქვემო ფონიჭალაში. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მოტოციკლი შეეჯახა. შემთხვევის დროს დაშავებულია მხოლოდ ერთი ადამიანი.
როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში რუსთავი2-თან საუბრისას განაცხადეს, შემთხვევის შედეგად დაშავებული მოტოციკლის მძღოლი ინგოროყვას სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი. მას მსუბუქი დაზიანება მუცლის ღრუში აღენიშნება.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც სხეულის მსუბუქი დაზიანება გამოიწვია.