ჰელსინკის სამიტს ეხმაურება მიხეილ სააკაშვილი. საქართველოს მესამე პრეზიდენტი ფოქსისთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის შეხვედრის მიმართ ოპტიმისტური, მაგრამ ამავდროულად ფრთხილი დამოკიდებულება აქვს.
მისი შეფასებით, "რუსეთის პრეზიდენტი ელოდა, რომ ტრამპი სილვიო ბერლუსკონის მსგავსი ლიდერი იქნებოდა, რომლის მანიპულირებაც გაუადვილდებოდა, მაგრამ მან მიიღო ეროვნული და არაპროგნოზირებადი პრეზიდენტი, რომელმაც თავის გუნდი რუსეთის მიმართ კრიტიკული მაღალჩინოსნებით დააკომპლექტა".
სააკაშვილი წერს, რომ ოპტიმიზმის საფუძველს მას რამდენიმე ფაქტორი აძლევს. მათ შორის, სანქციების დაწესება, რუსეთთან გარიგებების კრიტიკა და საქართველოსა და უკრაინისთვის ლეტალური იარაღის მიწოდება, რაც ბარაკ ობამას პოლიტიკის რადიკალურ შეცვლაზე მიუთითებს.