"ძალა ერთობაშია!" - ამ ლოზუნგის გარშემო დღეს 10 პოლიტიკური პარტია გაერთიანდა. ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა დეკლარაციას ხელი ბაგრატის ტაძართან მოაწერეს. ხვალ კი გაერთიანებული ოპოზიცია პირველ საერთო პოლიტიკურ განაცხადს გააკეთებს და პრეზიდენტობის კანდიდატს წარადგენს.
კურიერის ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩევნებზე 10 პოლიტიკური პარტიის სახელით გრიგოლ ვაშაძე იბრძოლებს.
გაერთიანებული ოპოზციის წევრები ამბობენ, რომ ბრძოლა ქართული ოცნების წინააღმდეგ და ხელისუფლების შესაცვლელად მხოლოდ ერთიანი ძალებითა არის შესაძლებელი.
გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის გამარჯვებაში დარწმუნებულია მიხეილ სააკაშვილი.
ნაციონალური მოძრობის ლიდერი პოლიტიკური პარტიების გაერთიანებას ამერიკის შეერთებული შტატებიდან გამოეხმაურა და საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება დააანონსა.