„იმიტომ არ ვასახელებ კანდიდატურას ჩემსას, რომ ყურადღება არ მომაკლდესო და რაც უფრო მეტ ასეთ განცხადებას გააკეთებს, უხეშს და უზრდელურს, რასაკვირველია, უფრო მეტი ყურადღება იქნება მის გარშემო,“ - ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ფრაქცია ქართული ოცნების წევრმა, გიორგი ვოლსკიმ, გააკეთა.
გიორგი ვოლსკი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მან აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი საპრეზიდენტო კანდიდატს იმიტომ არ ასახელებს, რომ მარგველაშვილის გადაწყვეტულებას ელოდება.
„საოცარი განცხადება გააკეთა გუშინ მარგველაშვილმა, რაზედაც რეალურად კომენტარი არა მაქვს. ფაქტობრივად გამოდის, რომ მთელი სახელმწიფო თუ მსოფლიო არა, იმას ელოდება, რას იტყვის, რას გააკეთებს, ამის მიხედვით კანდიდატურები უნდა შეირჩეს და ა.შ. ასე რომ, არ მინდა, უფრო რაღაც სხვა სფეროდან მოტანილი სიტყვებით ვილაპარაკო და ვფიქრობ, სერიოზული პრობლემაა ასეთი განცხადებების კეთება,“ - განაცხადა ვოლსკიმ.