„ცოტა მიკვირს, სიმართლე გითხრათ პრეზიდეტისგან, მე მასზე ცოტა უფრო სხვანაირი წარმოდგენა მქონდა. მაგ შემთხვევაში, ის ამ კუთხით წყნარად უნდა იყოს. ქართული ოცნება მასზე არ აკეთებს სწორებას და მის მიხედვით არ შეარჩევს კანდიდატურას,“ - ასე აფასებს პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნება - მრეწველების თავმჯდომარე, სიმონ ნოზაძე, პრეზიდენტის გუშინდელ განცხადებას.
სიმონ ნოზაძე გიორგი მარგველაშვილს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტს მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე გამარჯვების შესაძლებლობა არ აქვს.
„კანდიდატურები, ალბათ, უკვე შერჩეული ჰყავს ქართულ ოცნებას და ამ დღეებში უკვე ცნობილი გახდება და მერწმუნეთ, ეს სულაც არ არის იმის დამსახურება, ბატონი პრეზიდენტი გადაწყვეტს, იყაროს კენჭი თუ არ იყაროს. მე, პირადად, თუკი მკითხავენ, ბატონმა პრეზიდენტმა აღარ უნდა იყაროს კენჭი იმიტომ, რომ ის ვეღარ გაიმარჯვებს. მას გამარჯვების შანსი არ აქვს და ტყუილად თავის ავტორიტეტს შეიძლება ზიანი მიაყენოს ამ კუთხით,“ - განაცხადა სიმონ ნოზაძემ.