04 მაისი 2024,   16:52
ვრცლად
სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატმა, მალხაზ კობაურის დაცვაზე უარი განაცხადა

ხადას ხეობაში მომხდარ სასტიკ მკვლელობასთან დაკავშირებული დასკვნის გასაჯაროების შემდეგ, მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატმა მალხაზ კობაურის დაცვაზე უარი განაცხადა. სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში დავით გირგვლიანი წერს:

"ამ საქმეში ჩავერთე იმიტომ, რომ დამედგინა ჭეშმარიტება, ვინაიდან არასოდეს მოვრიდებივარ სისტემის წინააღმდეგ ბრძოლას, მუდამ ვიბრძოდი და კვლავაც გავაგრძელებ ბრძოლას სამართლიანობისათვის, თუმცა რაც შეეხება ხადას ხეობაში მომხდარი ტრაგედიის საქმეს მე, როგორც თავისუფალი პროფესიის წარმომადგენელი ადვოკატი მივიჩნევ, რომ აღნიშნული საქმე უნდა გაგრძელდეს ჩემი მონაწილეობის გარეშე. წარმატებას ვუსურვებ ჩემს კოლეგას ან/და კოლეგებს ვინც გააგრძელებს მის დაცვას, ვინაიდან ყველა ადამიანს აქვს დაცვის უფლება მიუხედავად ბრალად წარდგენილი დანაშაულის სიმძიმისა." - წერს გირგვლიანი.

პროკურატურის განმარტებით, სახაზინო ადვოკატი მალხაზ კობაურს მას შემდეგ დაენიშნება, რაც მომდევნო სასამართლო პროცესზე ადვოკატი არ გამოცხადდება და შესაბამისად სხდომა გადაიდება. ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით მკვლელობაში ბრალდებულ კობაურს ლორა სმიტთან სექსუალური კონტაქტი ჰქონდა. დასკვნაში ასევე წერია, რომ 4-ი წლის კაელებ სმიტს თოფი მიბჯენით აქვს ნასროლი და თავის ქალა ფრაგმენტირებული იყო.
ამერიკელი ცოლ-ქმრის რაინ და ლორა სმიტების, ასევე მათი 4 წლის ვაჟის ცხედრები ხადას ხეობაში 2 კვირის წინ იპოვეს.

დღის ამბები