08 მაისი 2024,   18:07
ვრცლად
თბილისის ვიცემერი საათობრივი და ზონალური პარკირების ამოქმედების შემდეგ მომსახურების გაძვირებას ადასტურებს

თბილისის ვიცემერი საათობრივი და ზონალური პარკირების ამოქმედების შემდეგ მომსახურების გაძვირებას არ გამორიცხავს. პარკირების სისტემაში შესული ცვლილებების მიხედვით, საათობრივი და ზონალური პარკირება წესდება. 

ირაკლი ხმალაძემ ფასების ზრდა დაადასტურა და განაცხადა, რომ ეს საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოსარგებლეთა რიცხვს გაზრდის.

„კი, მე ამას არ უარვყოფ, ძვირდება. დღეს გვაქვს წლიურად 50 ლარიანი საფასური და შემოვა საათობრივი საფასური. ეს არის ერთ-ერთი დამატებითი მასტიმულირებელი მექანიზმი იმისთვის, რომ შემცირდეს კერძო სატრანსპორტო საშუალებების მოხმარება და გაიზარდოს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოხმარება. ამ ღონისძიებების შედეგად შემცირდება ჰაერის დაბინძურებაც სატრანსპორტო საშუალებების მხრიდან, შემცირდება საცობების რაოდენობაც. ეს არის ერთ-ერთი მექანიზმი, რომელსაც მუნიციპალიტეტი განახორციელებს, მაგრამ თავის მხრივ, რა თქმა უნდა, მუნიციპალიტეტი ზრუნავს საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებაზე,“ - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები