16 ნოემბერი 2024,   10:34
ვრცლად
კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ ახალგაზრდებო, რომ ნუ გამოაყენებინებთ თავს ამ უსამშობლობებს. ისინი მილიონობით დაფინანსებას იღებენ - ირაკლი ზარქუა სუს-ის განცხადებაზე

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას მოსალოდნელი პროვოკაციების შესახებ, მმართველ გუნდში ეხმაურებიან. პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირაკლი ზარქუა ამბობს, რომ რადიკალური ოპოზიცია ცდილობს ქვეყანაში დესტაბილიზაცია შექმნას.

"ეს არის სცენარი ამ რადიკალების რომ კიდევ უფრო მეტად დაძაბონ სიტუაცია. სავარაუდოდ, იქნება შევარდნები სახელმწიფო უწყებებში. სავარაუდოდ, იქნება გარკვეული ტიპების ბულინგი, ცემა-ტყეპა. რატომ?! - იმიტომ მათი ინტერესია, რომ აქ სისხლი დაიღვაროს, ამ უსამშობლოების... ამაზე გაფრთხილებთ წინასწარ. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ ახალგაზრდებო, რომ ნუ გამოაყენებინებთ თავს ამ უსამშობლობებს. ისინი მილიონობით დაფინანსებას იღებენ და ამ დაფინანსებას და ცდილობენ, რომ ეს დაფინანსება შეინარჩუნონ," - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

"ხალხის" ძალის" დეპუტატის, გურამ მაჭარაშვილის შეფასებით კი, საპროტესტო აქციები "აკერმანის" და "კანვასის" სწავლებების მიხედვით მიმდინარეობს. მისივე თქმით, ცდილობენ ძალადობრივი და უკანონო გზით მოიყვანონ ხელისუფლება, რომელიც ხალხს არ უნდა, რომელიც შემდგომ ქვეყანაში მეორე ფრონტს გახსნის.

დღის ამბები