16 ნოემბერი 2024,   10:43
ვრცლად
რაც მეტი ადამიანი დაზიანდება, მით უკეთესია მათთვის, რადგან სცენარი ასეა გაწერილი - გურამ მაჭარაშვილი

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" წევრი, გურამ მაჭარაშვილი ამბობს, რომ ოპოზიციის მიზანი და სურვილია, ბევრი ადამიანი დაზიანდეს, რადგან სცენარით ასე აქვთ გაწერილი. ეს განცხადება მან საინფორმაციო სააგენტო  for.ge-ს მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებზე საუბრისას გააკეთა.  

"რადიკალური ოპოზიცია გადასულია გეგმა "ბ"-ზე, რასაც ჰქვია რევოლუციური სცენარები, რასაც არ მალავენ. არ მალავენ არც ერთმანეთთან სატელეფონო საუბარში, ხშირ შემთხვევაში - საჯაროდაც, რომ მათი მიზანი არის ვინმე დაზარალდეს, დაზიანდეს. სამწუხაროდ, მსხვერპლზეც ალაპარაკდნენ, წამოცდენა იყო.

ეს არის აკერმანის მეთოდები და ახლა უკვე შარფის მეთოდები შემოიღეს უკვე, ერთი ერთში გამეორება. ანუ, პრაქტიკაში ცდილობენ, რომ ეს გაიმეორონ. ჩვენ ვნახეთ ცეცხლის წაკიდება, ქვების სროლა და ა.შ. მგონი, ავთენტურობას თვითონაც ეჭვქვეშ არ აყენებენ, გამომდინარე იქიდან, რომ თვითონაც აღიარებენ, რომ ეს საუბარი შედგა. სამწუხაროდ, არ არის რაიმე აცდენა არც სატელეფონო საუბარში და არც საჯარო განცხადებებში. რაც მეტი ადამიანი დაზიანდება, მით უკეთესია მათთვის, რადგან სცენარი ასეა გაწერილი," - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

შეგახსენებთ, რომ for.ge-მა გაავრცელა ფარული ჩანაწერი სადაც, აქტივისტების - ნატა ფერაძისა და ლაშა ფირცხალაიშვილის საუბარი ისმის, რომლებიც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებს გეგმავენ.

იქამდე, გავრცელდა კიდევ ერთი ჩანაწერი, სადაც სავარაუდოდ, ოპოზიციონერი ლიდერების მხრიდან ხვიჩა კვარაცხელიას მისამართით შეურაცხმყოფელი ეპითეტები ისმის.

ასევე, ერთ-ერთ ჩანაწერში, სავარაუდოდ, ოპოზიციონერი ლიდერების მხრიდან პაველ ჰერჩინსკის მისამართით შეურაცხმყოფელი განცხადებები კეთდება.

ამასთან, გავრცელდა ფარული ჩანაწერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მონაწილეობითაც.

ფარულ ჩანაწერებზე სოციალურ ქსელში წერს ზურა გირჩი ჯაფარიძე, რომელიც ამბობს, რომ ჩანაწერი ორი წლის წინ, საჯარო შეხვედრის დროს არის გაკეთებული.

ჩანაწერებს სოციალურ ქსელ facebook-ით გამოეხმაურნენ სამოქალაქო აქტივისტები ნატა ფერაძე და ლაშა ფირცხალაიშვილიც. 

 

დღის ამბები