"ძალიან ბევრ ყურადღებას ვუთმოთ. ამისთანა ინტერვიუები 2011 წლიდან გვაქვს ნანახი აურაცხელი რაოდენობით. ყველა ინტერვიუს შედეგი არის ის, რომ ქვეყანა ერთი-ორი ნაბიჯით უკან მიდის,“- ასე გამოეხმაურა გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე ბიძინა ივანიშვილის განცხადებებს, რომელიც მან პირველი არხის ეთერში გააკეთა.
ვაშაძის შეფასებით, საქართველოს მოსახლეობამ „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატს მხარი არ უნდა დაუჭიროს.
„ვინმესთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ბახტაძე იქნება, ივანიშვილი, ღარიბაშვილი თუ კვირიკაშვილი? თავიანთ თავზე იძახიან, ერთი გუნდი ვართო, აბსოლუტური სიმართლეა. ეს არის არაპროფესიონალების, უცოდინრებისა და კორუმპირებული ჩინოვნიკების გუნდი. ვისაც არ დააყენებენ, საქართველოს მოქალაქეებმა კატეგორიული უარი უნდა უთხრან, მათ კანდიდატს,“- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
ბიძინა ივანიშვილის თქმით, შესაძლოა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ საპრეზიდენტო კანდიდატი საერთოდ არ დაასახელოს.