20 ნოემბერი 2024,   03:15
ვრცლად
პრემიერმა ხუთი გუბერნატორი თანამდებობიდან გაათავისუფლა

საქართველოს პრემიერმინისტრმა 5 გუბერნატორი თანამდებობიდან გაათავისუფლა. როგორც მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რეგიონული განვითარების მართვას სოზარ სუბარი უხელმძღვანელებს. 

„მინდა გაცნობოთ, რომ ბატონი სოზარ სუბარი, უხელმძღვანელებს რეგიონალური მართვის მიმართულებას, ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამოეყოფა რეგიონული მართვის კომპონენტი. დღემდე არსებული რეგიონული მართვის სისტემა ვერ პასუხობდა გამოწვევას, ჩვენი ინიციატივების უდიდესი ნაწილი მიმართულია რეგიონებში ახალი პროექტების განხორციელებისკენ. მინდა გაცნობოთ, რომ აუცილებელია, ახალი მიდგომები რეგიონის მართვასთან. დღეიდან თანამდებობიდან თავისუფლებიან, შიდა ქართლის, მცხეთა-თიანეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორები,“-განაცხადა პრემიერმა.

დღის ამბები