20 ნოემბერი 2024,   03:14
ვრცლად
„ეკოლოგიური პრობლემები გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ეკონომიკური" - ფინანსთა მინისტრი

„ეკოლოგიური პრობლემები გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ეკონომიკური,“- ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა განაცხადა, რომელიც სვანეთში მიმდინარე სპეცოპერაციას გამოეხმაურა.

მთავრობის წარმომადგენლის თქმით, ქვეყანაში ხე-ტყის უკანონო ჩეხვა უნდა შეჩერდეს.

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ ხეს სჭირდება დაცვა, გონივრული. დღევანდელი დღეც მაგის დასტურია. ის, რაც ხორციელდება სვანეთში, არის ამ სტრატეგიის ფარგლებში. მხოლოდ გასული ორი კვირის განმავლობაში 15 პირია დაკავებული უკანონო ჭრასთან დაკავშირებით, ასევე არის ყალბი დოკუმენტაციით ხე-ტყის რეალიზაცია,“- განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

ამ წუთებში უკიდურესად დაძაბულია ვითარება სვანეთში. ჭუბერისა და ხაიშის თემში მობილიზებულ ასეულობით სამართალდამცველს ხელკეტებითა და ქვებით შეიარაღებული მოსახლეობა უპირისპირდება. სპეცოპერაციის მიზანი უკანონო სახერხებისა და ხე-ტყის მართლსაწინააღმდეგო მოპოვების გამოვლენაა. მოსახლეობა კი ამბობს, რომ ხე-ტყის წარმოება ერთადერთი საარსებო წყაროა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები