20 ნოემბერი 2024,   03:17
ვრცლად
დაწყებულია თვისობრივად ახალი მოძრაობა, სადაც გადამწყვეტი სიტყვა ეკუთვნის ხალხს - არმაზ ახვლედიანი საპროტესტო აქციებს აანონსებს 

არმაზ ახვლედიანი ამ დრომდე არ ასახელებს თარიღს თუ როდის დაიწყება მის მიერ დაანონსებული მძლავრი სახალხო მოძრაობა.

პოლიტიკოსი, რომელიც ხელისუფლებას უპირისპირდება საპროტესტო გამოსვლების დაწყებას ბათუმიდან აპირებს.

ახვლედიანი აცხადებს, რომ ახალი გაერთიანება იქნება პროტესტი ხელისუფლების მმართველობისა და დანაშაულებრივი სისტემის წინააღმდეგ.

მისივე თქმით, პროცესში ეტაპობრივად სხვა რეგიონებიც ჩაერთვებიან.

„დაწყებულია თვისობრივად ახალი მოძრაობა, მოძრაობა, სადაც გადამწყვეტი სიტყვა ეკუთვნის ხალხს. ხალხს, რომელიც უბრალოდ დაიღალა ამ უსამართლობით, კორუმპირებული გარემოთი და იმით, რომ ყოველთვის მას ზურგს აქცევს ხელისუფლება,“-განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

დღის ამბები