26 დეკემბერი 2024,   15:30
ვრცლად
რიგები და თანხის გამოძალვა რუსეთის საკონსულოსთან თბილისში - შსს-მ "კურიერში" გასული რეპორტაჟის შემდეგ გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ "შაბათის კურიერში" გასული რეპორტაჟის შემდეგ გამოძიება თაღლითობის მუხლით დაიწყო.

საუბარია, საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთის საკონსულოს მიმდებარე ტერიტორიაზე ფულის გამოძალვაზე. რუსეთის ვიზების მიღების მსურველებს კვლავაც გაუსაძლის სიცხესა და უსასრულო რიგებში უწევთ დგომა, ისინი დროულად ვიზის აღებას მხოლოდ გარკვეული თანხის სანაცვლოდ ახერხებენ.

„ორი თვეა რიგს ველოდები, თანხის შესახებ არაფერი ვიცი, რომ გადამეხადა,ალბათ ეს ორი თვე აქ არ ვიდგებოდი. ყოველ ჯერზე მიბარებენ და მეუბნებიან ხვალ მოდიო, საბუთები წესრიგში მაქვს, მაგრამ მაინც ველოდები“-ამბობს ერთ-ერთი ქალბატონი.

ვიზის რიგში არიან გამგზავრების მსურველები, რომლებიც რიგს მაისიდან ელოდებიან, თუმცა ამ დრომდე არ იციან, როდის მიიღებენ ვიზას.

„მოწვევა მაისში მოგვივიდა, მას შემდეგ რიგს ველოდებით.რეგისტრაცია ინტერნეტით გავიარეთ და რიგის ტალონი ვერ ამოვბეჭდეთ, ამიტომ დანიშნულ დღეს ვერ შევედით, ახლა მოვედით და ისევ რიგს ველოდებით“-ამბობს ვიზის მიღების მსურველი.

ამავე თემაზე
დღის ამბები