გიორგი მარგველაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი დაასახელა. საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება.
„ეს გადაწყვეტილება მიღებულია საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით, დადგენილება გადაეგზავნება პრემიერ-მინისტრს,“- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.