20 ნოემბერი 2024,   00:54
ვრცლად
"ვფიქრობ, ყურადსაღები წინადადებაა," - უმრავლესობის დეპუტატი სასულიერო პირების მოთხოვნის შესახებ საუბრობს

სასულიერო პირების მოთხოვნას, გაუქმდეს საკონსტიტუციო სასამართლო, უმრავლესობის წევრები გამოეხმაურნენ.  პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების” წევრი მირიან წიკლაური, ამბობს რომ ეს უსაფუძვლო წინადადება არ არის.  მისი თქმით, ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯების გადადგმისკენ დაფიქრება შეიძლება.

 „უმრავლესობას აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა პარლამენტში, თუ მონდომება იქნება, კონსტიტუციაში შესაბამისი ცვლილებებიც შეიძლება შევიდეს და აქედან გამომდინარე, გადავარჩინოთ ერი. ვფიქრობ, ყურადსაღები წინადადებაა და არც თუ უსაფუძვლო. საფიქრებელია, რომ შეიძლება ამ მიმართულებით, გარკვეული ნაბიჯებიც გადაიდგას,“ - განაცხადა მირიან წიკლაურმა.

სასულიერო პირების მოთხოვნასთან დაკავშირებით, განცხადება გააკეთა პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრმა რევაზ არველაძემ.

”მე მაშინ დავუჭირე მხარი საკონსტიტუციო სასამართლოს არასწორ მოქმედებას და ალბათ, გაუქმებასაც, როდესაც მათ სცნეს არაკონსტიტუციურად რომ უშიშროების სამსახურს ჰქონდეს უფლება მოსმენებისა. შესაძლებელია, ის შეითავსოს უზენაესმა სასამართლომ, მისი ფუნქციები,“ - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრმა რევაზ არველაძემ.

სასულიერო პირები საკონსტიტუციო სასამართლოს გაუქმებას ითხოვენ. ამის შესახებ განცხადება პატრიარქის თანამოსაყდრის თანაშემწის შემდეგ, მამაოების ნაწილმა მას შემდეგ გააკეთა, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანას მოხმარებაზე ადმინისტრაციული სასჯელი გააუქმა.

დღის ამბები