20 ნოემბერი 2024,   00:33
ვრცლად
საქართველოში შემოჭრის შემდეგ რუსული ძალები საქართველოს ტერიტორიას ჩაეჭიდა - აშშ-ს საელჩო 

რუსეთ საქართველოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით, ამერიკის საელჩო საქართველოში მორიგ განცხადებას ავრცელებს.

„საქართველოში შემოჭრის შემდეგ რუსული ძალები საქართველოს ტერიტორიას ჩაეჭიდა და შეიარაღებულ ბანდფორმირებებს დაპყრობილ ტერიტორიებზე თარეშის ნება მისცა. 

ამ ყველაფრის შემდეგ ათობით ათასი ეთნიკური ქართველი სამხრეთ ოსეთის რეგიონიდან გამოიქცა და თავი თბილისსა და სხვა ქალაქებს შეაფარა. ფაქტიდან ათი წლის შემდეგაც ბევრი მათგანი საკუთარ სამშობლოში დევნილად რჩება.

ამ ხალხის გასაჭირი დღემდე გრძელდება და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე მხარეები გამოსავალზე ვერც კი მსჯელობენ.

ისმის კითხვა, რატომ?

იმიტომ, რომ რუსეთმა დატოვა ჯგუფი, რომელიც ამ საკითხს განიხილავდა,“ - წერია განცხადებაში. 

დღის ამბები