27 აპრილი 2024,   00:07
ვრცლად
ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ბაკალავრიატისა და ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსის დასრულება საზეიმო ცერემონიალით აღინიშნა

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ბაკალავრიატისა და ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსის დასრულება საზეიმო ცერემონიალით აღინიშნა. 118-მა ლეიტენანტმა საზეიმო ვითარებაში ფიცი დადო.

სამხედრო ფიცის დადება იუნკერებს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ, მიულოცა და სამშობლოსთვის დაღუპული ჯარისკაცები გაიხსენა.

„ამ ბიჭების სახით ძლიერდება ქართული შეიარაღებული ძალები, ჩვენი საქართველო თავის განვითარების გზაზე, რათა თითოეული იყოს დაცული, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი გამტკიცებული და კეთილდღეობა იყოს თითოეულის ოჯახში უზრუნველყოფილი,“ - განაცხადა მინისტრმა.

დღის ამბები