რუსეთ-საქართველოს ომიდან ათის წლის შემდეგ აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი იხსენებს, რა მოთხოვნები წაუყენა მას რუსეთმა.
გამოცემა გრომაცკოესთან (Громадское) ექსკლუზიურ ინტერვიუში კონდოლიზა რაისი მისი და სერგეი ლავროვის სატელეფონო საუბრის დეტალებს ასაჯაროებს.
შეერთებული შტატების მაშინდელი სახელმწიფო მდივანი იხსენებს, რომ საომარი მოქმედებების დროს მას რუსი კოლეგა დაუკავშირდა და ცეცხლის შეწყვეტისთვის სამი მთავარი პირობა დაუსახელა.
პირველი ორი ქართველი ჯარისკაცების ყაზარმებში დაბრუნება და ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტის ხელმოწერა იყო.
კონდოლიზა რაისი ამბობს, რომ მისთვის მიუღებელი მესამე მოთხოვნა გახდა - ეს მიხეილ სააკაშვილის გადადგომა იყო, რაც ლავროვის მოთხოვნით, საიდუმლოდ უნდა დარჩენილიყო.
ამერიკელმა დიპლომატმა სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა უწყების ხელმძღვანელებს დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტის გადაყენებაზე საუბრის უფლება არა აქვთ და გააფრთხილა სერგეი ლავროვი, რომ ამ ინფორმაციას აუცილებლად გაასაჯაროვებდა. მათ შორის, გაეროს უშიშროების საბჭოში.
კონდოლიზა რაისის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ლავროვმა მისი სიტყვები არ დაიჯერა, ის სწორედ ასე მოიქცა.