17 ნოემბერი 2024,   13:38
ვრცლად
მკვლელობა და დაჭრა ვარკეთილში - 38 წლის მამაკაცი ცოლის თვალწინ ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლეს

მკვლელობა თბილისში - ვარკეთილში ცოლის თვალწინ 38 წლის გიორგი ფეიქრიშვილი მოკლეს. სისხლიან გარჩევას წინ კონფლიქტი უძღოდა, რომელსაც მეზობელი შეესწრო.  

დაჭრილი მეზობელი საავადმყოფოში მხრის არეში ცეცხლნასროლი გამჭოლი ჭრილობით გადაიყვანეს. ის ერთ-ერთი მთავარი მოწმეა, რომელმაც სავარაუდოდ მკვლელი დაინახა, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ჯერ სამართალდამცველებმა ვერ დაკითხეს. პოლიცია მას კლინიკაში ელოდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კონფლიქტის მიზეზი ეჭვიანობა იყო. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა უკვე დაადგინეს, თუმცა ის ჯერ არ დაუკავებიათ. სავარაუდო მკვლელის ვინაობა ცნობილია „კურიერისთვისაც“. დღეს მის საცხოვრებელ სახლში არავინ დაგვხვდა. პირი, რომელსაც პოლიცია ეძებს, 1989 წელს დაბადებული მამაკაცია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო განზრახ მკვლელობისა და განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დამამძიმებელ გარემოებებში. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დანაშაულის ჩამდენს 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

დღის ამბები