20 ნოემბერი 2024,   00:57
ვრცლად
"წინასწარ ემზადებიან არჩევნების გაყალბებისთვის" - ენმ რეაგირებას უწყებათაშორისი კომისიიდან ითხოვს

ცესკო-ს მიერ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების შერჩევის კრიტერიუმებთან დაკავშირებით ოპოზიცია რეაგირებას უწყებათაშორისი კომისიიდან ითხოვს. შესაბამისი განცხადებით „ნაციონალური მოძრაობა“ კომისიას, უახლოეს დღეებში მიმართავს.

ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელთა მტკიცებით, ცესკო-ს მიერ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების დანიშვნა პარტიული ნიშნით ხდება.

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ მმართველი გუნდი არჩევნების გაყალბებისთვის ემზადება და უწყებათაშორისი კომისიის მხრიდან დროულ რეაგირებას მოითხოვენ.

„წარმოუდგენელია დები, ქმრები, ცოლები ბიძაშვილები, მამიდაშვილები, „ქართული ოცნების“ აქტივისტები იყვნენ დამოუკიდებელი ოლქის წევრები. ნაცვლად იმისა, რომ ფიქრობენ გამჭვირვალე, ღია არჩევნების ჩატარებაზე, ფაქტია, წინასწარ უკვე ემზადებიან არჩევნების გაყალბებისთვის. ამ ფაქტებიდან გამომდინარე, ჩვენ გვინდა მივმართოთ უწყებათაშორის კომისიას. ისინი ან ამას მიიღებენ და მოახდენენ რეაგირებას ან არადა დაადასტურებენ იმას, რომ არჩევნების ნაცვლად გვეპატიჟებიან ბაზარში, სადაც გამყიდველებიც და მოვაჭრეებიც იქნებიან თავად,“ - განაცხადა ხაბეიშვილმა.

დღის ამბები