ლარის კურსის რეკორდული სისწრაფით გაუფასურებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ეხმაურება.
ირაკლი კობახიძე ლარის კურსის გაუფასურებას გარე ფაქტორებს უკავშირებს და აცხადებს, რომ მთავრობას აქვს გეგმა, ლარის სტაბილურობის შენარჩუნებისთვის.
„ლართან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს, რა თქმა უნდა, მუდმივი კონსულტაციები მთავრობასთან, აღმასრულებელ ხელისუფლებასთან. მათ აქვთ სათანადო გეგმა იმისთვის, რომ უზრუნველყონ სტაბილურობა და დარწმუნებული ვარ, რომ ეს მიზანი იქნება მიღწეული. არის არაერთი გარემოება საერთაშორისო დონეზე, რომელიც ქმნის გარკვეულ უარყოფით ტენდენციებს, თუმცა, დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი სწორი პოლიტიკის შედეგად სტაბილურობა იქნება უზრუნველყოფილი და ასევე, იმედი გვაქვს, რომ საერთაშორისო ტენდენციებიც იქნება ჩვენთვის სახარბიელო,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
დღეს დილით ლარის კურსის საწყისი ნიშნული 2.56-ზე იყო, ამ წუთებში კი საბაზრო კურსი უკვე 2.61-ზეა ასული. 1 დოლარის ღირებულება 2 ლარსა და 65 თეთრამდეა კომერციულ ბანკებშიც.