ანგელა მერკელის საქართველოში ვიზიტს პოლიტიკური გამოხმაურებები მოჰყვა. ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” თავმჯდომარე, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი, დავით ბაქრაძე ამბობს, რომ გერმანიის კანცლერის ვიზიტი რამდენიმე ძირითად საკითხზე საუბრის შესაძლებლობას იძლევა.
ასევე, დავით ბაქრაძე გერმანიის როლსა და მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას.
„მერკელის ვიზიტი არის შესაძლებლობა, ვისაუბროთ მასთან სამ ძირითად თემაზე, რომელიც მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. პირველი, ეს არის საქართველოს დეოკუპაცია და უსაფრთხოება, აქ გერმანიის როლი, როგორც ევროპული ლიდერის, არის უმნიშვნელოვანესი, მეორე, ეს გახლავთ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, აქაც გერმანიის პოზიცია იქნება განმსაზღვრელი, თუ რამდენად სწრაფად შეძლებს საქართველო ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებას და მესამე, რა თქმა უნდა, ქვეყანაში მიმდინარე პროცესები, საარჩევნო მზადება და ზოგადად, ქართული შიდა დემოკრატიის მდგომარეობა,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.