რომ არა გერმანიის მხარდაჭერა გაგვიჭირდებოდა ვიზალიბერალიზაციის მიღება, რომ არ ყოფილიყო გერმანიის მხარდაჭერა გაგვიჭირდებოდა ასოცირების ხელმოწერა - აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი.
თუმცა, მოხსნის თუ არა გერმანია საქართველოსთვის მაპის შეკავებას ამაზე საგარეო საქმეთა მინისტრი კომენტარს არ აკეთებს, მისი თქმით, გერმანიის საქართველოსადმი მხარდაჭერა ნათელია, თუმცა დანარჩენი დეტალები კანცლერთან შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი.
„ძალიან მნიშვნელოვანი, შეიძლება ითქვას ისტორიული ვიზიტია, იმიტომ რომ ბოლოს ქალბატონი კანცლერი საქართველოში იმყოფებოდა 10 წლის წინ. ეს იყო მოკლევადიანი ვიზიტი მხოლოდ რამდენიმე საათი გაჩერდა, მაგრამ იყო დემონსტრირებული საქართველოს მხარდაჭერა.
"ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი, პირველ რიგში მხარდამჭერი გზავნილი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, პირველ რიგში იმ რეფორმების, რომელსაც საქართველო ანხორციელებს,“- აცხადებს დავით ზალკალიანი.
მისივე განცხადებით, შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი და შედეგიანი იქნება.
„იგეგმება საქართველოს თვის გერმანიის რეფორმირების ბანკის მიერ 150 მილიონიანი დახმარების აღმოჩენა გაზსაცავის მშენებლობასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია აღინიშნოს რომ 2018 წელს ხელი მოეწერა საქართველოს რკინიგზასა და „დოიჩე ბანს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმს. ეს არის ხაზგასმა იმისა, რომ გერმანია დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოს ჰაბს ამ რეგიონში“-განაცხადა მინისტრმა.
ზალკალიანის განცხადებით, საქართველოს მხარდაჭერის ნათელი დადასტურებაა გერმანიის კანცლერის ვიზიტი საქართველოში და საოკუპაციო ზოლზე გასვლა. "კურიერის" შეკითხვაზე, რატომ არ მიდის გერმანიის კანცლერი საოკუპაციო ზოლთან საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მინისტრი პასუხობს: „ეს გამონაკლისი არ არის. არასწორად ამბობთ ფაქტს, ევროკავშირის არცერთი ლიდერი არ ყოფილა საოკუპაციო ხაზზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გარეშე.