20 ნოემბერი 2024,   02:21
ვრცლად
გერმანიასა და საქართველოს შორის ორი მნიშვნელოვანი შეთანხმება გაფორმდა

გერმანიას და საქართველოს შორის რამდენიმე მნიშვნელოვანი ეკონომიკური შეთანხმება გაფორმდა, რომელთა ჯამური მოცულობაც 100 მილიონ ევროს აჭარბებს.

ანგელა მერკელის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ბიზნესშეხვედრები გაიმართა. გერმანიის კანცლერის ვიზიტის ეკონომიკური ნაწილი დასასრულს უახლოვდება.

ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროებმა გერმანიის განვითრების ბანკთან ორ ხელშეკრულებას უკვე მოაწერეს ხელი. ერთი ხელშეკრულება მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობას გულისხმობს. რომლისთვისაც 150 მილიონი ევრო უნდა გამოიყოს.

მეორე პროექტი კი, რომლისთვისაც გერმანული მხარე საქართველოს გამოუყოფს 40 მილიონის შეღავათიან სესხს და სამ მილიონიანი გრანტს, გულისხმობს აჭარის რეგიონის წყალმომარაგების გაუმჯობესებას.

შეხვედრებზე ასევე საქართველოს სატრანსპორტო პოტენციალის საკითხი განიხილებოდა.

„ჩვენ დაინტერესებული ვართ არა მოკლევადიანი მიმართულებით, არამედ გრძელვადიანი მიმართულებაა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და სწორედ მდგრადობა არის მთავარი იმ აქტივობებში, რასაც ჩვენ ვახორციელებთ. მოხარულები ვართ, რომ ის ორი პროექტი, რომელსაც ხელი მოვაწერეთ, გრძელვადიანი მიმართულების მაგალითებია. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის, რომ პირობები, რაც ეკონომიკური თვალსაზრისით არის წარმოდგენილი ქვეყანაში, ძალიან ხელსაყრელია ორივე მხარისათვის,” - განაცხადა გერმანიის საპარლამენტო სახელმწიფო მდივანმა, ტომას ბარაიბმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები